Geo-Green

Geo-Green გამწვანება და დიზაინი, ეს არის ჩვენი ფირმის მთავარი საქმიანობა. საქართველოში ოდითგანვე იყო ხეების მოვლის, გახარების ტრადიცია, მაგრამ ეზოს გალამაზებისთვის მარტო ეს არ არის საკმარისი, აუცილებელია ფლობდე დიზაინის ხელოვნებას. ჩვენი ფირმის უპირატესობა ის არის, რომ მიწისქვედა სამუშაოებსაც ვასრულებთ. საუბარია სარწყავ სისტემებზე, სადრენაჟო მოწყობილობებზე, მისი განათება, მცირე ზომის შენობა-ნაგებობანი. მაგალითად, ბუნგალოები, ფანჩატურები, შადრევნები, ხელოვნური ჩანჩქერები და მწვანე მოლი. ჩვენ აგრეთვე ვაპროექტებთ და ვაკეთებთ მუსიკალურ და მომღერალ შადრევენებს, რომელიც არაფრით არ ჩამოუვარდება ხარისხით უცხოეთიდან ჩამოტანილს და მათთან შედარებით ბევრად იაფია. ეზოებისა და ბაღებისთვის ვამზადებთ ექსკლუზიურ რკინის ნაკეთობებს (განათების ბოძები, სკამები, ღობეები, ჩიშკრები კარებები დამცავი გისოსები) ასევე ვაპროექტებთ და ვაშენებთ ზამთრის ბაღებს, თანაც უზრუნველყობთ ბაღის შემდგომ მოვლა-პატრონობასაც, ანუ თუ თქვენ ბაღის გაკეთებას და კეთილმოწყობას ჩვენ გვანდობთ, მის მოვლასაც ავიღებთ საკუთარ თავზე წლების განმავლობაში.